• რა არის მე-4თაობის (SGI) სისტემა?

მე-4 თაობის შეფრქვევის (SGI) სისტემის მუშაობის პრინციპი იდენტურია ბენზინის შეფრქვევის სისტემის მუშაობის პრინციპთან. უფრო ნათელი სხვაობისათვის, შეგვიძლია შევადაროთ მე-2 (საქართველოში ე.წ. მე-3 თაობის სისტემას).

მე-4 თაობის სისტემის მუშაობა იმართება კომპიუტერით - ECU Versus, რომელიც მუდიმივ კავშირში/კომუნიკაციაშია ბენზინის კომპიუტერთან და ბენზინის სისტემის ანალოგიური იმპულსების საფუძველზე ახორციელებს გაზის ზუსტად იმ რაოდენობის შეფრქვევას (იჟექტორების საშუალებით) ძრავის წვის კამერაში, რასაც მოცემულ მომენტში თქვენი ავტომობილი საჭიროებს. ეს შესაბამისად უზრუნველყოფს ძრავის სუფთა, ზუსტ და ეკონომიურ მუშაობას. ამასთანავე, როგორც ავტომობილის ბენზინით მართვისას ხდება, იმახსოვრებს მძღოლის მართვის სტილს რაც მეტი ეკონომიის ერთ-ერთი დამატებით ფაქტორია.

რაც შეეხება მე-2 (საქართველოში ე.წ. მე-3) თაობის აპარატურას, მისი მუშაობის პრინციპი რადიკალურად განსხვავდება მე-4 თაობის სისტემის მუშაობის ლოგიკისგან. მე-2 თაობის სისტემაში გაზის მიწოდება ძრავში ხორციელდება მექნიკურად, ჰაერთან ერთად, ანუ ჰაერის შემსვლელი მილის საშუალებით. ეს ხშირშემთხვევაში იწვევს ჭარბი ან ნაკლული გაზის ნაკადის მიწოდებას ძრავზე და შესაბამისად არათანაბარ წვას, რაც განსაკუთრებით საგრძნობია ამინდის/ჰავის ტემპერატურის ცვლილებისას ან სხვადასხვა ხარისხის გაზის მოხმარებისას (რომელი ფაქტორების გაკონტროლებაც შეუძლებელია). ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევებში იწვევს ძრავის არათანაბარ მუშაობას, ე.წ. "გასროლებს"/"დაცემინებებს" რაც ძრავის ნაწილებს აზიანებს, როგორიცაა "ჰაერმზომი" (воздухомер) და სხვა ძრავის კომპონენტები, რაც დღევანდელ ავტომობილებზე საკმაო ხარჯთანაა დაკავშირებული.
მოკლედ რომ ითქვას მე-2 თაობის გაზის სისტემა შექმნილია კარბურატორის (ევრო-2) ტიპის ძრავებისათვის, ხოლო ყველა სრული შეფრქვევის ტიპის ძრავისათვის განკუთვნილია გაზის შეფრქვევის სისტემა (ინგლისურად: Sequential Gas Injection System, აბრევიატურა: SGI System), რომელიც მე-4 თაობის სახელითაა ცნობილი.


• რა არის მე-5 თაობის სისტემა?

ბუნებრივი გაზის (CNG) სისტემებში მე-5 თაობა არ არსებობს (მიუხედავად იმისა რომ ზოგი წარმომადგენელი საქართველოში ამას თამამად აცხადებს).
ინფორმაციისათვის: ევრო-4 და ევრო-5 სტანდარტები წარმოადგენენ ევროკავშირის სტანდარტს ემისიასთან (გამონაბოლქვთან) დაკავშრებით, რომელიც რეგულირდება ევრო კავშირის N 98/70/EC და N 70/156/EEC დირექტივით. ევროკავშირის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ავტომობილი, რომელიც გადის ავტოტექდათვალიერებას, და თუ მისი გამონაბოლქვი ევრო-4 ან ევრო-5 სტანდარტს პასუხობს, ავტომობილის მფლობელი შედარებით დაბალ მოსაკრებელს იხდის ტექდათვალიერებისათვის იქიდან გამომდინარე, რომ მისი ავტომობილი უფრო ეკოლოგიურია ვიდრე ევრო-2 ან ევრო-3 სტანდატის მქონე ავტომობილი.

ეს სტანდარტები ეხება ყველანაირ საწვავზე მომუშავე ავტომობილს. შესაბამისად იგივე ეხება ნებისმიერ გაზის სისტემას.

ევრო-5 სტანდარტი გაზის სისტემაში (ანუ რეალურად ე.წ. მე-5 თაობა) წარმოადგენს გაზზე მომუშავე ავტომობილს, რომელიც მუშაობს თხევად გაზზე ანუ LPG-ზე და რომელზეც დამოტაჟებულია ევრო-5 სტანდარტის სისტემა.


• როგორ მუშაობს მე-5 თაობის (ევრო-5) სისტემა?

ევრო-5 (მე-5 თაობის) სისტემა მუშაობს მხოლოდ თხევად გაზზე LPG-ზე, და ემისიიის (გამონაბოლქვის) სტანდარტი აკმაყოფილებს ევრო-5 სტანდარტის მოთხოვნებს. მუშაობის პრინციპი მარტივად რომ ავხნათ ასეთია: თხევადი გაზი ძრავში შეშვებამდე დამატებით (მაღალი წნევით) კიდევ თხევადდება, რაც უზრუნველყოფს მის უფრო სრულად დაწვას ძრავის წვის კამერაში და შესაბამისად ავტომობილს გამონაბოლქვი უფრო დაბალი აქვს ვიდრე ევრო-4 თხევადი გაზის (LPG) სისტემას. ამის გაკეთება კი ბუნებრივ გაზზე (CNG) შეუძლებელია, ვინაიდან CNG წარმოადგენს აირს, რისი გათხევადებაც შეუძლებელია.

საქართველოში სამწუხაროდ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ან გადამყიდველები მე-5 თაობას სხვადასხვა ფუნქციების გამო ეძახიან, რაც საბოლოო ჯამში არაეთიკურია კლიენტებთან.


• რამდენი ცხენისძალით ნაკლებს ავითარებს ავტომობილის ძრავი მე-4 თაობის SGI სისტემაზე?

ავტომობილის ძრავის ტიპიდან და მოცულობიდან გამომდინარე SGI სისტემა 5% -მდე აკლებს ცხენისძალებს მანქანას, რაც პრაქტიკულად შეუმჩნეველია ანუ ნორმალური და “ფიცხი” მოძრაობისას პრაქტიკულად სხვაობა ბენზინსა და გაზს შორის არ იგრძნობა.


• ავტომობილის ძრავისათვის გაზის სისტემა მავნეა თუ სასარგებლო?
SGI სისტემის მუშაობისას ძრავის ზეთი უფრო დიდი მუშაობის რესურსს ინარჩუნებს, ვინაიდან ბუნებრივი აირი (CNG) არ შეიცავს ნალექს როგორც ბენზინი, დიზელი ან თუნდაც თხევადი გაზი (LPG). CNG ბოლომდე იწვის, ძრავში რაც იმას ნიშნავს, რომ ძრავი ნალექით არ იფარება და შესაბამისად, ზეთიც შეცვლიდან შეცვლამდე უფრო მეტად ინარჩუნებს ქმედუნარიანობას და გამოცვლისას ვიზუალურადაც ეტყობა სისუფთავე.

• მე-4 თაობის სისტემით აღჭურვილი ავტომობილი შეძლებს თუ არა იმუშაოს ბენზინზეც? როგორ?
დიახ შეძლებს. SGI სისტემაზე მომუშავე მანქანა იქოქება ბენზინზე და როდესაც წყლის ტემპერატურა 30-35 გრადუსს მიაღწევს, ავტომატურად გადადის გაზის მოხმარებაზე. სამუშაო ტემპერატურაზეც ბენზინზე იქოქება და 1 წამში გადადის გაზზე. ბენზინზე დაქოქვა არის SGI სისტემისათვის ძრავის დაცვის ერთ–ერთი ფუნქცია.

ბენზინზე გადართვა ასევე შესაძლებელია ავტომატურად, კლიენტისათვის სასურველ ძრავის ბრუნზე (მაგ.: 4500 ბრუნზე ან ზევით). ძრავი ავტომატურად ბენზინზე გადაირთვება მოცემულ ბრუნზე და დაუბრუნდება გაზზე მუშაობას როგორც კი ამ ნიშნულს ჩამოცდება.

ბენზინიდან გაზზე და პირიქით გადართვა ავტომობილისათვის და მძღოლისათვის შეუმჩნევლად ხდება, ანუ ეს მომენტი არ იგრძნობა.
გარდა ამისა, ღილაკზე თითის დაჭერით მძღოლს შეუძლია გათიშოს გაზის სისტემა და იმოძრაოს მხოლოდ ბენზინზე. იგივე გზით ხდება გაზის რეჟიმის გააქტიურებაც. ამ შემთხვევაშიც გადართვა-გადმორთვის მომენტი არ იგრძნობა.

• თანხობრივად რა ეკონომიას იძლევა მე-4 თაობის SGI სისტემა 100 კილომეტრზე?
თანხობრივად მეოთხე თაობის SGI სისტემით აღჭურვილი ავტომობილი იძლევა მნიშვნელოვან ეკონომიას – დაახლოებით 55%–70%.

• რა ტიპის გარანტია აქვს სისტემას?
ჩვენი კლიენტები სარგებლობენ 2 წლიანი უფასო გარანტიით. გარანტიის პირობები და მოხმარების წესები განსაზღვრულია საგარანტიო ბარათში, რომელიც გადაეცემა კლინეტს სისტემის დაყენებისას.

• რა დროა საჭირო ავტომობილის SGI სისტემაზე გადასაყვანად?
ავტომობილის გაზზე გადაყვანას ჭირდება მაქსიმუმ 1 სამუშაო დღე.

• რამდენად უსაფრთხოა CNG სისტემა?
CNG სისტემა ისევე, როგორც LPG (თხევადი გაზის სისტემა), ბენზინი და დიზელის სისტემები, მსოფლიო სტანდარტების მიხედვით აბსოლუტურად უსაფრთხოა. CNG ავზი, რომელიც ერთდება SGI სისტემასთან, შემოწმებულია მწარმოებელი ქვეყნების შესაბამისი ინსპექციების მიერ. ის ასევე დამატებით მოწმდება ინსტალაციამდე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გაიცემა საბუთი.