Green Power - პროდუქცია | გაზის სისტემები

ფასების ცხრილი

მოცულობა მ3  >>>> 7 10 11 13 16 16 18 20 22 24
                     
Hebei
China
სმ 23,2x95 32,5x83 23,2x161 35,6x87 35.6x102 40,6x87 40,6x94 40,6x101 40,6x110 40,6x118
Hebei 1 კგ 36 56 61 72 85 90 არაა საწყობში 101 არაა საწყობში არაა საწყობში
Hebei 2 კგ არაა საწყობში არაა ასორტიმენტში არაა ასორტიმენტში 58 67 73 80 86 94 99
 

Kavosh
Iran

სმ   Faber-ს არ აქვს ეს ზომა Faber-ს არ აქვს ეს ზომა Faber-ს არ აქვს ეს ზომა 35,6x85,0 Faber-ს არ აქვს ეს ზომა 40,6x85,0 40,6x91.5 40,6x100 Faber-ს არ აქვს ეს ზომა Faber-ს არ აქვს ეს ზომა
კგ   68 85 90 99
 

Faber
Italy

სმ   24x90 Faber-ს არ აქვს ეს ზომა Faber-ს არ აქვს ეს ზომა Faber-ს არ აქვს ეს ზომა Faber-ს არ აქვს ეს ზომა 39,0x89,0 40,6x92,5 40,6x101 Faber-ს არ აქვს ეს ზომა Faber-ს არ აქვს ეს ზომა
კგ   30 72 82 89
---
Hebei 1 1285

1305

არაა საწყობში 1405 1500 1500 არაა საწყობში 1650 არაა საწყობში არაა საწყობში
Hebei 2 არაა საწყობში არაა საწყობში არაა საწყობში არაა საწყობში 1670 1670 არაა საწყობში 1790 არაა საწყობში არაა საწყობში
Kavosh 1310 1380 1430 1455 არაა საწყობში 1520 1580 1640 არაა საწყობში არაა საწყობში
Faber 1410 არაა საწყობში Faber-ს არ აქვს ეს ზომა 1840 Faber-ს არ აქვს ეს ზომა 2080 2210 2310 Faber-ს არ აქვს ეს ზომა Faber-ს არ აქვს ეს ზომა
Hebei 1 1485 1505 არაა საწყობში 1605 1700 1700 არაა საწყობში 1850 არაა საწყობში არაა საწყობში
Hebei 2 არაა საწყობში არაა საწყობში არაა საწყობში არაა საწყობში 1870 1870 არაა საწყობში 1990 არაა საწყობში არაა საწყობში
Kavosh 1510 1580 1630 1655 არაა საწყობში 1720 1780 1840 არაა საწყობში არაა საწყობში
Faber 1610 არაა საწყობში Faber-ს არ აქვს ეს ზომა 2040 Faber-ს არ აქვს ეს ზომა 2280 2410 2510 Faber-ს არ აქვს ეს ზომა Faber-ს არ აქვს ეს ზომა
Hebei 1 1585 1605 არაა საწყობში 1705 1800 1800 არაა საწყობში 1950 არაა საწყობში არაა საწყობში
Hebei 2 არაა საწყობში არაა საწყობში არაა საწყობში არაა საწყობში 1970 1970 არაა საწყობში 2090 არაა საწყობში არაა საწყობში
Kavosh 1610 1680 1730 1755 არაა საწყობში 1820 1880 1940 არაა საწყობში არაა საწყობში
Faber 1710 არაა საწყობში Faber-ს არ აქვს ეს ზომა

2140

Faber-ს არ აქვს ეს ზომა 2380 2510 2610 Faber-ს არ აქვს ეს ზომა Faber-ს არ აქვს ეს ზომა
12 ცილინდრიანი ძრავის შემთხვევაში, ზუსტი ფასის დადგენა ხდება კონკრეტული ავტომობილის დათვალიერებისა და ტექნიკური შემოწმების შემდეგ.

შენიშვნა - დამატებითი კომპონენტები (საჭიროებისა და სურვილის მიხედვით):
* ავზის 3 წლიანი ტექ-დათვალიერების საბუთის ღირებულება (140 ლარი).
** 40-200 ლარი ემატება დამატებითი კომპონენტების მოხსნა-დაყენების შემთხვევაში (მაგ.: კოლექტორი ან ძრავის სხვა კომპონენტები).
*** 50-70 ლარი ემატება გარე დამტენის დამონტაჟების შემთხვევაში (მაგ.: ბამპერის ქვეშ ან ბენზინის ხუფში).
**** 160 ლარი ემატება "ბოქსერი"-ს ტიპის ძრავებზე (მაგალითად Subaru), იხილეთ ილუსტრაცია.
****** 70 ლარი ემატება ზოგიერთ ტურბინიან ძრავზე.
******* 95-210 ლარი ემატება ვარიატორის საჭიროების შემთხვევაში.
******** ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში და ძალაშია 01.12.2016-დან

მონტაჟისათვის გთხოვთ, 2 დღით ადრე ჩაეწეროთ რიგში. ამისათვის გთხოვთ, მობრძანდეთ მომსახურების ცენტრში ან დაგვიკავშირდეთ.

VERSUS AutoGas Equipment - სისტემის მოკლე აღწერილობა

VERSUS AutoGas Equipment-ი წარმოადგენს ტექნოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ და ცნობილ ავტომობილის გაზის სისტემას მსოფლიოში.

სისტემის ყოველი კომპონენტი (მაგ.: კომპიუტერი, ინჟექტორი, რედუქტორი და ა.შ.) ნაწარმოებია VERSUS-ის მიერ, რაც უზრუნველყოფს სისტემის, როგორც ერთიანი ორგანიზმის ზუსტად მუშაობას თქვენს ავტომობილზე. ეს გარანტია იმისა, რომ თქვენ თქვენი ავტომობილით მაქსიმალურად მეტი მანძილის გავლის საშუალება გეძლევათ და საბოლოოდ იღებთ მაქსიმალურ ეკონომიას საწვავზე.

VERSUS-ი პოლონური ბრენდია(www.VersusGas.com). კომპანია სისტემის ყველა კომპონენტს თავად აწარმოებს, რაც მნიშვნელოვანი პრივილეგიაა სხვა ბრენდებთან შედარებით (რომელებსაც კომპლექტი შექმნილი აქვთ სხვადასხვა მწარმოებლების კომპონენტებით და თვითონ მწარმოებლები არ არიან და რეალურად გადამყიდველებს წარმოადგენენ).

VERSUS-ის გაზის კომპიუტერი (ECU VERSUS) ზუსტ ინტეგრაციას ახდენს ავტომობილის ბენზინის კომპიუტერთან და საწვავის (ბუნებრივი გაზის) მიწოდების დოზირებას ზუსტად ახორციელებს ძრავში. ეს ფაქტორი უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეკონომიას და ავტომობილის მიერ მაქსიმალური ცხენისძალების გამომუშავებას ბუნებრივ გაზზე მუშაობის დროს.
ECU VERSUS მაღალი ეფექტურობით მუშაობს შეფრქვევის სიტემის ყველა ტიპის ძრავზე, როგორებიცაა: Turbo, Bi-Turbo, Compressor, და V-ტიპის ნებისმიერი სირთულის ძრავი.

VERSUS-ის გაზის სისტემას მაღალი ეფექტურობა აქვს როგორც მცირე მოცულობის ძრავიან ავტომობილებზე ასევე დიდძრავიან ავტომობილებზე. დიდ ძრავიან ავტომობილებზე ამას უზრუნველყოფს VERSUS-ის რედუქტორი (მოდელი: VR-C), რომელიც მუშაობს 350 ცხენისძალის მქონე ძრავებზე, იგი ასევე უზრუნველყოფს Turbo, Bi-Turbo და Compressor-იან ძრავებზე საწვავის დიდი ნაკადების ერთიანად მიწოდებას, ე.წ. "დაბუსტვებს" და ა.შ.

Injector VERSUS - რამოდენიმე სახოებისაა და მორგებულია სხვადასხვა ტიპის ძრავებზე. მათი მაღალტექნოლოგიური მახასიათებლები უზრუნველყოფენ ECU VERSUS-ის ბრძანებების ზუსტ შესრულებას და საწვავის ზუსტ დოზირებას მილიწამების სიზუსტით. აგრეთვე ინჟექტორების დიდი პლიუსია სამსახურის ვადის ხანგრძლივობა და ჩუმი მუშაობა სხვა მწარმოებლების ინჟექტორებისგან განსხვავებით.

VERSUS Autogas Equipment-ის პროდუქციაზე ვრცელდება 2 წლიანი გარანტია, რაც გულისხმობს არამარტო გარანტიას VERSUS-ის სისტემაზე, არამედ საჭიროების შემთხვევაში თქვენი ავტომობილის უფასო კომპიუტერულ და მექანიკურ დიაგნოსტიკას ამ პერიოდის განმავლობაში.

 

მონტაჟისათვის გთხოვთ, 2 დღით ადრე ჩაეწეროთ რიგში. ამისათვის გთხოვთ, მობრძანდეთ მომსახურების ცენტრში ან დაგვიკავშირდეთ.

 

მომსახურება

კომპიუტერული დიაგნოსტიკა
პირველ რიგში ავტომობილს უტარდება კომპიუტერული დიაგნოსტიკა, იმისათვის რომ თავიდანვე გამოირიცხოს რაიმე ხარვეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს გაზის სისტემის 100% ეფექტურობით მუშაობას.
     
Versus სისტემის და CNG ავზის მონტაჟი
მონტაჟი ხორციელდება მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერ, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება SGI სისტემების ინსტალაციის მომსახურებაში. ინსტალაციის დასრულების შემდეგ სისტემა მოწმდება მის "შეხუფვადობა"-ზე.
     
კომპიუტერული რეგულირება
ინსტალაციის დასრულების შემდეგ, სპეციალური კომპიუტერული პროგრამით (ECU VERSUS software) ხდება სისტემის (კერძოდ კი ECU VERSUS -ს) პირველადი პროგრამული კალიბრაცია (კონფიგურაცია).

მუშაობის პრინციპი

დაქოქვა – როდესაც ძრავი ცივია (მაგ.: დილით), ავტომობილი იქოქება ბენზინზე და გარკვეულ ტემპერატურაზე ავტომატურად გადადის გაზზე (გაზზე გადასვლა ხდება ძრავის 30-35 გრადუსზე გათბობისთანავე), ამ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ დაიძრათ და იაროთ ავტომობილით, სისტემა ამ ყველაფერს ავტომატურად გააკეთებს. ბენზინიდან გაზზე გადასვლის მომენტს სალონში დამონტაჟებული ღილაკისა და ხმოვანი სიგნალის მეშვეობით მიხვდებით. ხოლო ცხელ ძრავზე დაქოქვისას სისტემას სჭირდება 5 წამამდე დრო ან სპეციალური ფუნქციით (Fast Switch - Engine Hot) გაზზე გადასვლა ხდება დაქოქვისთანავე.

საწვავი (გაზი/ბენზინი) – იმ შემთხვევაში თუ გაგითავდათ გაზი, ავტომობილი ავტომატურად გადადის ბენზინის რეჟიმზე, ამ მომენტზეც სალონში დამონტაჟებული ღილაკისა და ხმოვანი სიგნალის მეშვეობით ხართ ინფორმირებული.